ირანელმა დიპლომატმა ტრამპის ქმედება დაგმო

“ნატოს მოკავშირე თურქეთისადმი სანქციების დაწესება სამარცხვინოა“

ირანელმა დიპლომატმა ტრამპის ქმედება დაგმო

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამმედ ჯევად ზარიფიმ, სოციალურ ქსელ  Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ნატო-ს წევრი მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთისადმი დაწესებულ სანქციას და დამატებით გადასახადებებს სამარცხვინო და უხერხული უწოდა.

"ტრამპის მიერ ნატოს მოკავშირე თურქეთისადმი დიდი ენთუზიაზმით დაწესებული სანქცია და ზოგიერთ თურქულ პროდუქციაზე შემოღებული დამატებითი გადასახადები ძალიან სამარცხვინოა. ამერიკამ თავი უნდა დაანებოს დაშინების პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა სიტყვიერი დაგმობის ზღვარს გადალახავს და ანტიამერიკულ პოზიციას დაიკავებს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი მეზობლების გვერდით ვიდექით და ამის შემდეგაც სულ ასე ვიქნებით", ხაზს უსვამს ზარიფი.

როგორც ცნობილია, ტრამპმა ტვიტტერით გავრცელებულ გუშინდელ მესიჯში აღნიშნა, რომ  თურქული ფოლადისა და ალუმინის ნაწარმებზე საბაჟო გადასახადებს გაზრდის, რამაც ლირის კიდევ უფრო გაუფასურება გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები