ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა

ვაჭრობის სამინისტროს განაცხადებით, აშშ-ს ხელისუფლების მიერ თურქეთისათვის დაწესებული დამატებითი გადასახადები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.

სამინისტროს განცხადებით, თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე საბაჟო გადასახადებს ამერიკის ხელისუფლება 20% და შემდგომ 50%-ით ზრდის და 2018 წლის 23 მარტს სხვა ქვეყნებსაც 10% და 25%-ით გაუზარდა გადასახადი.

"აშშ-ს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სინამდვილეში ორივე ქვეყნის მწარმოებლები, კერძო სექტორი და ექსპორტიორები ზარალდებიან... აშშ-ს ხელისუფლების მიერ ადრე და ახლა ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული დამატებითი გადასახადები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება... თურქეთი საკუთარ სავაჭრო პოლიტიკას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად ადგენს და ახორციელებს და სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იგივეს ელოდება"-ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: სამინისტრო , ვაჭრობა

მსგავსი ინფორმაციები