ირანში ნავთობის მოპოვება შემცირდა

საუდის არაბეთში კი გაიზარდა

ირანში ნავთობის მოპოვება შემცირდა

 

ირანში ნავთობის მოპოვება ივნისში 22 ათასი ბარელით შემცირდა.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების (OPEC) ყოველთვიური მონაცემებით, გასულ თვეში მაისთან შედარებით, ნავთობის მოპოვება ირანში 22,700 ბარელით შემცირდა.

ირანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვება მაისში 3 მილიონ 822 ბარელი იყო და ივნისში ეს ციფრი 3 მილიონ 799 ბარელზე დავიდა.

ოპეკის წევრი ქვეყნების მთლიანი მოპოვება ივნისში 33 მილიონ 327 ათასი ბარელი იყო, რაც 173 ათასი ბარელით მეტია მაისის თვეზე.

ოპეკის ქვეყნებს შორის ივნისში ყველაზე მეტი,  10 მილიონ 420 ათასი ბარელი საუდის არაბეთმა აწარმოა, ე.ი. 405 ათასი ბარელით მეტი, ვიდრე მაისში. მას 4 მილიონ 533 ბარელით ერაყი მოჰყვება



მსგავსი ინფორმაციები