უცხოელები მასიურად ყიდულობენ ბინებს თურქეთში

მაისში ბინა იყიდა 119 ათასზე მეტმა უცხოელმა

უცხოელები მასიურად ყიდულობენ ბინებს თურქეთში

 

მაისის თვეში უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით 2,7% -ით გაიზარდა. ასე რომ, მაისში სულ 119 ათასი 655 უცხოელმა მოქალაქემ იყიდა ბინა.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 20061 ბინა სტამბოლში გაიყიდა, მას 11,919 ბინით ანკარა მოჰყვება, ხოლო მესამეზე  7028 ბინით იზმირია.

ამავე სტატისტიკით, გასული წლის მაისთან შედარებით კი, წელს 36%-ით მეტი უძრავი ქონება გაიყიდა.

უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ბინა თურქეთში ერაყელებმა იყიდეს, მას ირანელები და საუდის არაბეთელი მოქალაქეები მოჰყვებიან



მსგავსი ინფორმაციები