ინგლისს და ევროკავშირს მძიმე დღეები ელით

ორივე მხარე დიდად იზარალებს

ინგლისს და ევროკავშირს მძიმე დღეები ელით

 

თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან რაიმე გარიგების (Brexit) გარეშე გავა, მაშინ, ორივე მხარე წელიწადში 80 მილიარდი დოლარის ოდენობით იზარალებს.

მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა ოლივერ ვიმანისა და იურიდიული ფირმის კლიფორდ შანსის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, თუ ბრიტანეთი ევროკავშირისგან შეთანხმების გარეშე გავა, ყველაზე დიდ დანაკარგს ფინანსური სექტორი განიცდის.

თუ 2019 წლამდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება ევროკავშირთან, მაშინ, ინგლისი  დაექვემდებარება  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსა და საბაჟო გადასახადებს, რაც ორგანიზაციის წევრ 27 სახელმწიფოს წლიურად 44 მილიარდი დოლარის ოდენობის გადახდა მოუწევს, ხოლო ინგლისიც, ევროკავშირისათვის მიყიდული საქონლის ექსპორტისათვის ყოველწლიურად 36 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ბრექსიტის შემდეგ მისი ქვეყნის საბაჟო კავშირში დარჩენის წინააღმდეგია.

ორ მხარეს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო ურთიერთობების საკითხების განხილვას სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიწყებენ



მსგავსი ინფორმაციები