კადდაფის კუთვნილი 10 მილიარდი ევრო დაკარგულია

ბელგიის პროკურატურამ ამ თანხის ძიება დაიწყო

კადდაფის კუთვნილი 10 მილიარდი ევრო დაკარგულია

 

ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმის კუთვნილი და ბელგიაში გაყინული საბანკო ანგარიშებიდან 10 მილიარდი ევრო დაიკარგა.

ამის შესახებ წერს "ბელგიური ჟურნალი  Le Vif-ი. ამ ინფორმაციით, 2011 წელს ბელგიის ბანკ Euroclear-ში ლიბიის საინვესტიციო კორპორაციისა და მისი შვილობილი ლიბიის საგარეო საინვესტიციო კომპანიის კუთვნილ ოთხ სხვადასხვა ანგარიშზე 16 მილიარდი ევრო იყო გაყინული და გასულ წელს, როცა ბელგიის კანონებით ამ თანხების ჩამორთმევა უნდა მომხდარიყო, ნახეს, რომ ამ ანგარიშებზე მხოლოდ 5 მილიარდი ევრო იყო დაჩენილი, რის გამოც ბელგიის პროკურატურამ დაკარგული 10 მილიარდი ევროს ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცესი დაიწყო.

ლიბიაში 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების კვალდაკვალ, გაეროს მხრიდან გამოტანილი სანქციების ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებში არსებულ ლიბიის კუთვნილ 60 მილიარდ დოლარს კონფისკაცია გაუკეთდა



მსგავსი ინფორმაციები