აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებები კიდევ ერთხელ დაიხურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დაწესებულებები კიდევ ერთხელ დაიხურა

აშშ-ში სახელმწიფო დაწესებულებები კიდევ ერთხელ დაიხურა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დაწესებულებები კიდევ ერთხელ დაიხურა.

ბიუჯეტის საკითხზე თვეებია შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი, გარდა კრიტიკული მნიშვნელობისა, დაიხურა.

წარმომადგენელთა პალატაში ერთი დღის წინ 245 ხმით 182-ის წინააღმდეგ დამტკიცებულ ბიუჯეტზე სენატორებმა კიდევ ერთხელ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

საემიგრაციო კანონზე მიმდინარე კამათისა და სამხედრო ხარჯების სიდიდემ სენატში ბიუჯეტის არ დამტკიცების რისკი შექმნა.  

თეთრმა სახლმა გააკეთა მოწოდება სახელმწიფო დაწესებულებები მოემზადონ დასახურად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ სანამ არ შეიცვლება საემიგრაციო სისტემა, სახელმწიფო დაწესებულებების დახურვა სწორი იქნება.

ზოგიერთი რესპუბლიკელის განცხადებით, კანონპროექტი ბიუჯეტში 1 ტრილიონი დოლარის დეფიციტს გამოიწვევს, რის გამო მისი წინააღმდეგნი არიან.

დემოკრატები კი ტრამპის ახალ ძალის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან და ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეუთანხმებლობის მიერ ერთი კვირის მანძილზე მიყენებული ზარალი 6 მილიარდი დოლარი იქნება.

ტრამპის პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებები მეორედ იხურება.

სახელმწიფო დაწესებულებების წინა დახურვა ტრამპის გაპრეზიდენტების ერთი წლისთავზე, 20 იანვარს დაიწყო და 23 იანვარს დასრულდა.  



მსგავსი ინფორმაციები