ბრიუსელმა ფხენიანს ახალი სანქციები დაუწესა

ამიერიდან ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს მუშაობის ნებართვაც აღარ მიეცემათ

ბრიუსელმა ფხენიანს ახალი სანქციები დაუწესა

 

ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ  დამატებითი სანქციები მიიღო, რადგან, იგი აგრძელებს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების ტესტირებას და რომ ეს სანქციები შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მხრიდან მიღებულ რეზოლუციებს.

ამ სანქციის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეიდან შავ სიაში შეიყვანეს კიდევ 16 პირი და ერთი ორგანიზაცია.

ამით ბრიუსელის მხრიდან გაეროს რეზოლუციების შესაბამისად სანქცირებული ჩრდილოეთ კორეული ორგანიზაციების რაოდენობა 54-მდე, ხოლო სანქცირებულ პირთა რაოდენობა კი 79 კაცამდე გაიზარდა.

რაც შეეხება თვით ევროკავშირის მხრიდან ფხენიანზე პირდაპირ დაწესებულ სანქციებს, იგი შეეხება 10 ფირმას და 41 პიროვნებას. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისათვის სამშობლოში გასაგზავნი ფულადი ოდენობის თანხა   15,000 ევროდან 5000 ევრომდე შემცირდა, ხოლო ამის პარალელურად ამიერიდან, ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს მუშაობის ნებართვაც აღარ მიეცემათ



მსგავსი ინფორმაციები